воскресенье, 17 мая 2015 г.

 
                                                         
რატომ უჭირთ ბიზნესმენებს იაფი კრედიტის მიღება?

რა შეცდომებს უშვებენ ადამიანები, როდესაც აპირებენ ბანკიდან სესხის მიღებას (ბიზნესის წამოწყებისათვის და განვითარებისათვის)?

არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ე.წ. „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, ბიზნესებიდან დაკრედიტებაზე წარმოდგენილი განაცხადების - უკეთეს შემთხვევაში მხოლოდ 2% - კმაყოფილდება.

რატომ ხდება ისე, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს, ბანკები ისტუმრებენ უარით? ნუთუ საქმე მხოლოდ სესხის უზრუნველყოფის გარანტიების „უკმარისობაშია“?
წარმოიდგინეთ, რომ ეს არ არის მთავარი მიზეზი!

ირიბი გარანტიების მოძიება ყოველთვის არის შესაძლებელი, მითუმეტეს სახელმწიფოს მხრიდან ერთი პროექტის საგარანტიო უზრუნველყოფა დადგენილია მაქსიმუმ - $ 600000 ოდენობით .....!   ცოტაა?

ბევრმა შეიძლება თქვას, რომ მოამზადებინა „ძალიან მაგარი“ ბიზნეს-გეგმა და ამ ფაქტორმაც არ იმუშავაო...
კი, მაგრამ  „შაბლონით“ მომზადებული და „ლამაზად“ გაფორმებული ბიზნეს-გეგმა - ბანკს ნამდვილად არ სჭირდება.

აქ მიზეზი უნდა ვეძებოთ< თვით ბიზნესის წარმომადგენლებში, ანუ ვნახოთ, მათ თვითონ როგორ ესმით, როგორი უნდა იყოს კაპიტალის მიღებისათვის აუცილებელი წინაპირობები.

ჩემი, როგორც საინვესტიციო კონსულტანტის პრაქტიკის პერიოდში, ხშირად მსმენია ცნობილი „გრუზინული“ გამონათქვამი: „...კაცო, ბანკმა (ან ინვესტორმა) მე ფული მომცეს, და მე ვიცი როგორ განვკარგავ მას...“

დამეთანხმეთ, რომ ესეთი მიდგომით ფულს ვერასდროს ვერ მიიღებს კაცი.
მოდით ვნახოთ, რა ტიპის შეცდომები „აერთიანებს“ უმეტეს ბიზნესმენს, დაფინანსების მოთხოვნის პროცესში.

1. კონცენტრაცია საწარმო და ტექნოლოგიურ პროცესზე - წარმოქმნის ბიზნესმენის ცნობიერებაში „ბიზნესის ცოდნის“ ილუზიას!

ანუ, ძირითადათ კონცენტრაცია ხდება საწარმოს ფუნქციონირებაზე და ამავდროულად იგნორირებაა ისეთი მიმართულებების, როგორც: მარკეტინგული სტრატეგია, ფასწარმოქმნის პოლიტიკა, გაყიდვების მექანიზმები, მენეჯმენტი, საპროექტო და საფინანსო რისკები და სხვა.

ესეთ მიდგომას, მიყავს ბიზნესი გაკოტრებამდე, ყოველგვარი პერსპექტივების გარეშე.

2. ბიზნეს გეგმის დანიშნულების არასწორი ინტერპრეტაცია და გაგება.

 ბევრ ბიზნესმენს ჰგონია, რომ ბიზნეს-გეგმის მომზადება მხოლოდ ბანკისათვსი არის საჭირო.

ეს ესე არ არის!

ბიზნეს-გეგმა, პირველ რიგში საჭიროა უშუალოდ ბიზნესმენისათვის და მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანმა მკაფიოდ გაიაზროს ბიზნესის ძლიერი და სუსტი მხარეები, საოპერაციო და საპროექტო რისკები, კონკურენტებთან დაკავშირებული რისკები და ა.შ.

მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა ეს საკითხი იქნება გააზრებული - მაშინ შეიძლება დაფინანსებაზე ფიქრის დაწყება.

3. ბიზნეს-გეგმის მომზადებასთან დაკავშირებული, საკონსულტაციო მომსახურეობის მნიშვნელობის დაკნინება და თანხის გადახდასთან დაკავშირებული გაუმართლებელი სიძუნწე.

ინგლისელებს ნათქვამი აქვთ - „ჩვენ არა ვართ ისეთი მდიდრები, რომ შევიძინოთ იაფი პროდუქტი ან მომსახურეობა“.
ან და ყველასათვის კარგათ ნაცნობი - «Скупой платит дважды».

დამიჯერეთ, რომ შეუძლებელია გადაიხადოთ ბიზნეს-გეგმაში 500 ლარი და მიიღოთ კვალიფიციურად მომზადებული პროექტი!

ეს იქნება უფრო დიზაინერულად ნამუშევარი დოკუმენტი, ვიდრე „პროექტების მართვის“ თვალსაზრისით.
ბიზნესმენთა ცნობილი მიდგომა - „...რატომ უნდა დავიხარჯო წინასწარ, როცა არ მაქვს სესხის მიღების გარანტიები!"

მაგრამ ესეთი ტიპის გარანტიები საერთოდ რეალობაში არ არსებობს და სესხის მიღების ერთად-ერთი საშუალებაა - დეტალური ბიზნეს-პროექტის მომზადება და საჭირო საგარანტიო მექანიზმის შემუშავება, რომელიც შეიძლება იყოს წარმოდგენილი, როგორც „პირდაპირი“ (ქონებრივი), ისე ირიბი გარანტიების სახით.


აქ არსებობს მეორე უკიდურესობა!

ბიზნესის წარმომადგენლები მიმართავენ იმ საკონსულტაციო (თუ აუდიტორულ) ფირმებს, სადაც ბიზნეს-გეგმის მომზადება შედარებით ძვირი სიამოვნებაა.
ძვირი - ესეიგი კარგი და ხარისხიანი!
ესეც უმეტეს შემთხვევაში მცდარი მიდგომაა.

4. გადამეტებული თვითდაჯერებულობა საკუთარი თავის შესაძლებლობებში და „ილუზიური ოპტიმიზმი“ - ბიზნესის წარმატებული განვითარების თვალსაზრისით.

დადგენილია, რომ - ადამიანები ხედავენ და აღიქვავენ მხოლოდ იმას, რისი დანახვაც მათ სურთ და რაც შეესაბამება მათ ეგოს, მათ პოზიციებს და მსოფლმხედველობას!
ადამიანი ამ შემთხვევაში ხდება თავის ილუზიების მსხვერპლი და ვარდება,  დაკავებული საკუთარი პოზიციის ტყვეობაში!

ბუნებრივია, რომ ამის გამო ბიზნესმენები ხშირად ხედავენ ბიზნესის განვითარების მხოლოდ ოპტიმისტურ სცენარს. რეალობაში, უმეტეს შემთხვევაში სიტუაცია ვიტარდება საწინაამღდეგო მიმართულებით.

ამიტომაც ძალიან სასარგებლოა სპეციალისტის ალტერნატიული და კრიტიკული აზრის მოსმენა!

5. საწყის ეტაპზე, მასშტაბურ პროექტებთან „შეჭიდება“!

ბუნებრივია, რომ ის პროექტები, რომლებიც ითხოვენ შედარებით დიდი მოცულობის დაფინანსებას - შესაბამისად უფრო მაღალი რისკების მატარებელი პროექტებია.

არ დაგავიწყდეთ, რომ მთავრობის მხრიდან სასესხო საპროცენტო განაკვეთის კომპენსაციის მიუხედავათ, სესხის ძირითად თანხას გასცემს ბანკი და შესაბამისად ათხოვს საკმარისზე მეტ გარანტიებს, რაც ბიზნეს შეიძლება არც კი გააჩნდეს.

ამიტომ, თავიდანვე ნუ მოინდომებთ რამოდენიმე მილიონით დაფინანსებას, არამედ დაიწყეთ „შუალედური“ პროექტებით და საბოლოო ჯამში მიიღებთ ეტაპობრივად უფრო მეტს, ვიდრე იგივე „მასშტაბური“ პროექტის დაფინანსებისას.


6. პროექტის თანადაფინანსებისათვის, საკუთარი სახსრების არასაკმარისი ოდენობა (ან არ ქონა).

მაში, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლებს არ გააჩნიათ საკუთარი სახსრების ის მინიმალური ოდენობა (რომელიც შეადგენს - პროექტის ღირებულების 30%-ს) - ბანკები ესეთ პროექტებს, როგორც წესი არ აფინანსებენ!
ლოგიკა აქ მარტივია -  „რატომ უნდა გენდო და მოგცე ფული, როდესაც საკუთარ ფულს არ აბანდებ?“

სამართლიანია!

მითუმეტეს ეს მიდგომა მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკაა.
იმ შემთხვევაში, თუ ბიზნესმენს არ გააჩნია საკმარისი ოდენობით საკუთარი რესურსები, გამოსავალი ერთია - მონახოს ვინმე პარტნიორი და გაუყოს წილობრივი მონაწილეობა.

მაგრამ ამისათვის ბიზნეს-პარტნიორის დაინტერესებაა საჭირო და დარწმუნება პროექტის ეფექტიანობაში და პერსპექტიულობაში - რაც შეუძლებელია იგივე ბიზნეს-გეგმის გარეშე.

როგორ ხედავთ პრობლემატიკა საკმარისზე მეტია!
მაშ, თუ ესეა საქმე, მაშინ საშველი არ ყოფილა - სავარაუდოთ იტყვით თქვენ!


გამოსავალი ზუსტად, რომ არსებობს!

ეს არის პროფესიონალურად შედგენილი ბიზნეს-გეგმა, სადაც პირველ რიგში იქნება ნაჩვენები საპროექტო რისკები და ამ რისკების კონტროლის და მართვის მექანიზმები და ამის შემუშავება შეუძლია მხოლოდ მაღალი კლასის პროფესიონალს.

მხოლოდ ამ შემთხვევაში, ბიზნეს-გეგმა გახდება ეფექტიანი და სასარგებლო!

ბიზნესი და ბიზნეს-ურთიერთობები საკმაოდ რთული თემაა და აქ საჭიროა კვალიფიციური საინვესტიციო ექსპერტის ჩართვა, იმისათვის, რომ ბიზნესი გახდეს მომგებიანი და მზარდი.

გააკეთეთ სწორი არჩევანი და მიიღებთ თქვენი ბიზნესისათვის საჭირო კაპიტალს!


ბიზნეს-ლაბორატორია

საინვესტიციო კონსულტანტი - 593667218      (business_lab@outlook.com)